როგორც სააგენტო „როიტერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა სერბეთს მოუწოდა, მოერგოს, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს.მინისტრამა ამის შესახებ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ სერბეთი ახლა სწრაფად მოქმედებს. ევროკავშირის წევრობისთვის არის კრიტერიუმები და ამის ნაწილია საერთო სავიზო პოლიტიკა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, სერბეთს უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ინდოეთი და ტუნისი. სერბეთში ჩასული მიგრანტები შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ.