ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა,- ინფორმაციას ამის შესახებ კინოვარსკვლავის წარმომადგენელი ადასტურებს.
კოლტრეინი არაერთ ცნობილ ფილმში მონაწილეობით გახდა ცნობილი, მათ შორის ჯეიმს ბონდსა და Cracker-ში, თუმცა, მაყურებელი ყველაზე მეტად ჰარი პოტერის სერიაში რუბეუს ჰაგრიდის როლის შესრულებით იცნობდა.
არაერთი ჯილდოს მფლობელი მსახიობი შოტლანდიაში, თავისი სახლის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გარდაიცვალა. კოლტრეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდა.