უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა 11 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, ასევე განახორციელეს საცეცხლე შეტევები. თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ქალაქები : ავდიივკა, კრასნოგოროვკა, ბახმუტი, ტორეცკი, დაბა ოჩერეტინო, სოფლები – დრუჟბა, კარლოვკა, ლასტოჩკინო, მაქსიმილიანოვკა, სოლოვიევო და ხრომოვო.
რუსულმა ძალებმა აღნიშნული ტერიტორიები „გრადებითა“ და არტილერიით დაბომბეს. განადგურდა და დაზიანდა 30 სამოქალაქო ობიექტი, მათგან 26 კერძო სახლი. ამასთანავე, სარაკეტო იერიშები დაფიქსირდა ქალაქ კრასნოგოროვკასა და სოფელ მაქსიმილიანოვკაში. ჭურვები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, სამწუხაროდ, არიან დაშავებულები. რუსულმა ძალებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს, დაზიანდა 17 კერძო სახლი, არიან დაღუპულები და დაშავებულები.