პოლიტიკა

BBC: რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდის ოლქში, პოლიგონზე სროლას, სადაც ჯარისკაცები უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.

უწყების მტკიცებით, ცეცხლი დსთ-ის ქვეყნების ორმა მოქალაქემ გახსნა. მათივე ცნობით, ორივე მათგანი ლიკვიდირებულია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდარს ტერაქტს უწოდებს, თუმცა ჯერჯერობით არ განმარტავს, როგორ აღმოჩნდნენ სამხედრო პოლიგონზე უცხოეთის მოქალაქეები.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია