პოლიტიკა

ებოლავირუსის გამო, უგანდის ორ დასახლებაში ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა

აღმოსავლეთ აფრიკაში, უგანდის ორ დასახლებაში (Mubende; Kassanda), ებოლას ვირუსის გამო, ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადდა და კომენდანტის საათი ამოქმედდა, – ამის შესახებ BBC წერს.

დასახლებებში უკვე დაიხურა ბარები, ღამის კლუბები, სალოცავები და გასართობი ადგილები. ე.წ. ლოქდაუნი სამი კვირის ვადით გამოაცხადეს.

ებოლას ეპიდემიის აფეთქებას ქვეყანაში უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. სულ 58 ადამიანი დაავადდა. როგორც BBC წერს, შესაძლოა, დაღუპულთა და დაავადებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალი იყოს.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია