საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა.
კულტურის სამინისტროსგან ანსამბლს „სუხიშვილებს“ რეპერტუარებისთვის – ,,ხანჯლური”, ,,ჯუთა”, ,,ყარაჩოხელი”, ,,ხევსურული” – გადაეცა საჭირო სასცენო სამოსი და აქსესუარი, სულ 212 ერთეული; კერძოდ, 38 კომპლექტი ჩოხა, მამაკაცის ხევსურულის გულისპირი 20 ცალი, 36 ცალი ქუდი (20 ხევსურულის და 16 ყარაჩოხელის), ქალის კაბა ოთხი კომპლექტი, 81 შარვალ-ახალუხი, 32 წყვილი პაჭიჭი.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, „სუხიშვილების“ ხელმძღვანელები ნინო და ილიკო სუხიშვილები, ანსამბლის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ „სუხიშვილების სტუდიაში“ გაიმართა.