პოლიტიკა

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ევროპული რეკომენდაციის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული საკითხის შესრულებისთვის მომზადდა ცვლილებები, რომელსაც მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა.

კანონპროექტით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ ყველა ის დანაშაული უნდა გამოიძიოს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მუხლის დარღვევის ფაქტს უკავშირდება.

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზეც უნდა გავრცელდეს, თუ იმავე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის დროს იქნა გამოვლენილი; კიდევ ერთი ცვლილება პარლამენტსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომიტეტის მიერ სამსახურის უფროსის მოსმენის წესის განმტკიცებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები. კერძოდ, კანონპროექტი ფაქტობრივად სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის სპეციალური წოდების მინიჭებას, ხელფასის ზრდას, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭებას, სავალდებულო დაზღვევას, ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია