რუსეთის ქალაქ იეისკში, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ცდილობდნენ, ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადგინონ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „რიას“ აცხადებს, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Su-34 იყო, რომელიც ზებგერითი საშუალო მანძილზე მოქმედების გამანადგურებელი-ბომბდამშენია. „რიას“ ცნობით, ის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. სააგენტო „ტასის“ ცნობით კი, კატასტროფა ძრავის გამო მოხდა.