პოლიტიკა

ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

 როგორც ცნობილია, ავსტრალიამ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

 როგორც ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, პენი ვონგი აცხადებს, ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის. მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური კანბერა ისრაელის ერთგულ მეგობრად რჩება და ქვეყნის საელჩო თელ-ავივში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

 ცნობისთვის, ავსტრალიის გადაწყვეტილების გამო ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია და ავსტრალიის ელჩს იბარებს.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია