პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – რეზოლუციას, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, არის პუტინის პატიმარი, არანაირი მხარდაჭერა არ ექნება

რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

„ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა პარლამენტთაშორის კავშირის შეხვედრაზე რუანდაში, სადაც შევხვდით უკრაინის რადას პირველ ვიცე-სპიკერს, სადაც საინტერესო საუბარი მქონდა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, როგორ ყველა ვუგებთ ერთმანეთს და სამწუხაროდ, როგორ ხდება ძალით მცდელობა, რომ რაღაც გაუგებრობა ჩამოვარდეს. რაც შეეხება რეზოლუციას და გეტყვით, ჩემ პირად პოზიციას, რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე, იმას ჩემი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება. თქვენ როგორ დაუჭირეთ რეზოლუციას მხარი 2008 წელს, ვნახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა კითხვით, როგორ აპირებს ყირიმის პლატფორმაზე კოლეგებს აუხსნას, რატომ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რაზეც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „ქალბატონო ხატია, ყირიმის პლატფორმაზე ნამდვილად მივდივარ, ჩემი კოლეგის, რუსლან სტეფანჩუკის მიწვევით, რომელთანაც ინტენსიური კომუნიკაცია მაქვს“.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია