ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბრენდან ფრეიზერი მზად არის ლეგენდარულ „მუმიაში“ რიკ ოკონელის როლს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამის წინაპირობად ფრეიზერი სწორ სცენარსა და კონცეფციებს ასახელებს. „არ ვიცი ეს როგორ გამოვა, მაგრამ მზად ვიქნები ამისთვის, თუ ვინმე სწორ კონცეფციას შემოგვთავაზებს“, – აღნიშნა მსახიობმა.
შეგახსენებთ, „მუმიას“ პირველი ნაწილი 1999 წელს გამოვიდა. სწორედ ფილმების ამ სერიამ აქცია ფრეიზერი ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავად.