პოლიტიკა

2022 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი შრი-ლანკელი მწერალი შეჰან კარუნატილაკა გახდა

 CNN-ის ინფორმაციით,  ბუკერის პრემიის ლაურეატი შრი-ლანკელი მწერალი შეჰან კარუნატილაკა გახდა. 

 როგორც ცნობილია, პრესტიჟული ჯილდო მას რომანისთვის „მაალი ალმეიდის შვიდი მთვარე“ გადაეცა. წიგნი გარდაცვლილ სამხედრო ფოტოგრაფზეა, რომელსაც სიკვდილის შემდეგ თავისი საყვარელი ადამიანები მის მიერ გადაღებულ და დამალულ ფოტოებთან მიჰყავს, რომლებიც სამოქალაქო ომის სისასტიკეს ასახავენ.

 შეგახსენებთ, ბუკერის პრემია ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში, კერძოდ ინგლისურენოვან ლიტერატურაში. ჯილდო ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია