პოლიტიკა

ირანში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, მას უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

 როგორც BBC მასწავლებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 15 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 როგორც ცნობილია, ხელისუფლებამ სკოლის მოსწავლე გოგონები აიძულა, ხელისუფლების მხარდამჭერ დემონსტრაციებში მიეღოთ მონაწილეობა და ირანის სასულიერო ლიდერის სადიდებელი ჰიმნი შეესრულებინათ.

 ღონისძიების დაწყებისას რამდენიმე მოსწავლემ მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც მათ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულებს შორის  ერთ-ერთი იყო 15 წლის გოგონა, სახელად ასრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

 შეგახსენებთ,ირანში ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები უკვე ერთ თვეზე მეტია იმართება. ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანში, 13 სექტემბერს, მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის 22 წლის მაჰსა ამინი დააპატიმრა. ცნობისთვის, გოგონა  წამების შედეგად გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია