როგორც ცნობილია, ეროვნულ არქივში „ყაზახური კინოს დღეების” ფარგლებში, ფილმების ჩვენება მიმდინარეობს.
პროგრამა მოიცავს 2021-2022 წლებში გადაღებულ სამ მხატვრულს ფილმს.
ცნობისთვის, ქართველმა მაყურებელმა 19 ოქტომბერს იხილა რეჟისორ აიჟან კასიმბეკის „Fire” (2021); 20 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ნაჩვენები იქნება რეჟისორ იერნარ ნურგალიევის „Alga”, ხოლო 19:00 საათზე – რეჟისორ დაურენ კამშიბაევის „Zere”.