პოლიტიკა

Netflix-მა The Crown-ის ახალი, მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა

 Netflix-მა The Crown-ის ახალი, მე-5 სეზონის პირველი ტრეილერი გაავრცელა. ახალ სეზონს უამრავი მაყურებელი ელის.

 როგორც ცნობილია, ახალ სეზონს მაყურებელი ნოემბერში იხილავს.

 ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი სერიალის მე-5 სეზონში მსახიობების ახალ შემადგენლობას ვიხილავთ. პრინცესა დაიანას როლს ელიზაბეთ დებიკი ასრულებს, პრინც ჩარლზს დომინიკ უესტი განასახიერებს, ელიზაბეთ II-ის როლს კი იმელდა სტონტონსი შეასრულებს.

 ცნობისთვის, ახალ სეზონში სერიალის სიუჟეტი 1990-იან წლებში განვითარდება. ამ პერიოდში პრინცესა დაიანასა და სამეფო ოჯახის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. The Crown-ის მეხუთე სეზონში  ახალი სახეებიც ჩნდებიან, მათ შორის: მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი, მისი შვილი დოდი და ქირურგი ჰასნატ ხანი.

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთა

ბრაზილიის პოლიციის  გაცხადებით, ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს. რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია