პოლიტიკა

რუსებმა ზაპოროჟიე S-300 რაკეტებით დაბომბეს

 ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს დღეს დილით S-300 რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი და ინფრასტრუქტურული ობიექტები განადგურდა.

 როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში გაზის სისტემა დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და კედელი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

„დაზიანებულია სკოლის სახურავი და ჩამსხვრეულია მინები. დარტყმები ასევე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და ღია ტერიტორიებზე“, – განაცხადა სტარუხმა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია