გოგო, რომელსაც სკოლაში წითური თმის გამო დასცინოდნენ, მის ინგლისი გახდა. 26 წლის ჯესიკა გეგენი პირველი წითურია, რომელიც კონკურსის 94-წლიანი ისტორიის განმავლობაში მის ინგლისი გახდა. ის მის მსოფლიოს კონკურსზე ინგლისის წარმომადგენელი იქნება.
ჯესიკას თქმით, სამოდელო კარიერის დაწყებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. მის ინგლისმა გაიხსენა, რომ სკოლაში სწავლის დროს კლასელები წითური თმისა და გარეგნობის გამო დასცინოდნენ.
როგორც მოდელი აღნიშნავს, 18 წლის იყო, როცა პირველად მოდის ჩვენებაზე გამოვიდა, თავდაჯერებულობა ნელ-ნელა დაუბრუნდა და საკუთარი თავის შეყვარებაც შეძლო.