პოლიტიკა

ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

 იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ფიცი დადო. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო.

 ცნობისთვის, რომ ჯორჯია მელონიმ იტალიის ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდის შემდეგ პირველი ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.

 შეგახსენებთ, ჯორჯია მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“, სექტემბერში გამართულ არჩევნებში ამომრჩევლების ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. მელონი ხელმძღვანელობს კოალიციას, რომელშიც შედის სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლიგა“.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია