როგორც გამოცემა Variety წერს, ანჯელინა ჯოლი ბერძენი საოპერო მომღერალის მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.
ფილმში მოვლენები 1970-იანი წლების პარიზში ვითარდება.
როგორც ცნობილია, ფილმ „მარიას“ რეჟისორი ჩილელი პაბლო ლარაინი იქნება. სცენარის ავტორი კი სტივენ ნაიტი გახლავთ.