პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული სისტემაში „კლანის“ გაძლიერებსა და „ქარული ოცნების“ მხრიდან მეტი კონტროლის დამყარებას ემსახურება.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადების თანახმად, „კლანის გავლენიანი წევრების” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნება, „პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებთან“.
“ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად არჩევა ემსახურება სასამართლოში არსებული „კლანის“ გაძლიერებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან სასამართლო სისტემაზე კიდევ უფრო მეტი კონტროლის დამყარებას. „კლანის“ გავლენიანი წევრების იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებთან. ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმისა, საბჭოს წევრებად მაღალი სანდოობის, მაღალი რეპუტაციისა და მიუკერძოებელი კადრების დანიშვნისა, რაც არის ევრორეკომენდაცია, საბჭოში ადგილი დააკავებინეს „კლანის“ წევრ მოსამართლეებს მურუსიძესა და გვრიტიშვილს.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს ფაქტზე, რომ პრორუსული „ქართული ოცნება“ არ აპირებს არცერთი რეკომენდაციის შესრულებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად და უფრო მეტიც, დემონსტრაციულად დგამენ ნაბიჯებს, რომ კანდიდატის სტატუსზე მორიგ ჯერზე უარი ეთქვას საქართველოს.
როგორც ჩანს, პრორუსული ქართული ოცნება გააკეთა უკვე არჩევანი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, მოსკოვის სასარგებლოდ” , – ნათქვამია განცხადებაში.