პოლიტიკა

რუსებმა შეადგინეს ტერიტორიების რუკა, რომელიც შეიძლება დაზარალდეს “ბინძური ბომბი”-ს გამოყენების შემდეგ

 რუსებმა შეადგინეს ტერიტორიების რუკა, რომელიც შეიძლება დაზარალდეს “ბინძური ბომბი”-ს გამოყენების შემდეგ. რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რადიოაქტიური ნივთიერებები სავარაუდოდ გავლენას მოახდენს კიევზე, ​​ლვოვსა და პოლონეთზეც კი.

 მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინას ადანაშაულებს მსგავსი პროვოკაციის მომზადებაში, ყველამ ვიცით, რომ ფაქტობრივად, რუსები ხშირად წინასწარ აცხადებენ თავიანთ დანაშაულს.

 შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ომში „ბინძური ბომბით“ პროვოკაციას გეგმავს. მანამდე რუსულმა სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა სავარაუდოდ ამზადებს პროვოკაციას „ბინძური ბომბის“  აფეთქებით, შემდეგ კი აპირებს ამაში რუსეთის დადანაშაულებას. რუსული მედიის განმარტებით, „ბინძური ბომბი“ რადიოლოგიური იარაღის უმარტივესი ვერსიაა და ასეთი ბომბის აფეთქების შედეგად, მთავარი ზიანი არა აფეთქებას, არამედ რადიოაქტიური მასალის გაფრქვევას მოაქვს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია