მალე ბნელის შემქმნელების ახალი სერიალი, 1899, გამოვა.
როგორც ცნობილია, სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის მიწურულს მიმდინარეობს. ტრეილერში ჩანს, რომ ემიგრანტებით სავსე გემი ინგლისიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრება. ბორტზე მყოფ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანს კი ერთი რამ აერთიანებს — ისინი რაღაცას გაურბიან. გზად მგზავრები თვეების წინ დაკარგულ გემს, სახელად Prometheus-ს აღმოაჩენენ, რის შემდეგაც უცნაური ამბები იწყება.
პროექტი სხვადასხვა ქვეყნის მსახიობებს აერთიანებს — მათ შორის, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და პოლონეთიდან. როგორც ცნობილია, ყველა მათგანი სერიალში მშობლიურ ენაზე ისაუბრებს.
1899-ის პრემიერა 17 ნოემბერსაა დაგეგმილი.
https://youtu.be/p7OUQ9U2qIw