პოლიტიკა

ბრიტანეთის დაზვერვა – რუსეთმა Ka-52 Hokum-ის ტიპის მინიმუმ 23 ვერტმფრენი დაკარგა

 გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურებული ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა Ka-52 Hokum-ის ტიპის მინიმუმ 23 ვერტმფრენი დაკარგა.

 უწყების შეფასებით, ეს რუსეთის საჰაერო ძალების Ka-52 ფლოტის ექსპლუატაციაში მყოფი 90 ვერტმფრენის 25%-ზე მეტს და უკრაინაში რუსეთის ვერტმფრენების დანაკარგების თითქმის ნახევარს წარმოადგენს.

„რუსეთი ჯერ კიდევ ვერ ინარჩუნებს ადეკვატურ საჰაერო უპირატესობას, რათა საიმედოდ განახორციელოს ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა ფრონტის ხაზთან და მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება“, – აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია