პოლიტიკა

პუტინი: დასავლეთმა მიგვიყვანა იქამდე, რაც ახლა ხდება უკრაინაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სიტუაციის გამწვავებასა და ომში დასავლეთი დაადანაშაულა.

პუტინის მტკიცებით, რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის მიზანი მხოლოდ დონბასის დახმარება იყო.

“ჩვენ კი არა, ზუსტად დასავლეთმა მიგვიყვანა იქამდე, რაც ახლა ხდება უკრაინაში. ჩვენ მოვაწყვეთ იქ სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც ტრაგიკულ მოვლენებამდე მიგვიყვანა, მათ შორის სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე? ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია… გეგმა და მიზანი იყო ერთი – დავხმარებოდით დონბასში მცხოვრებ ხალხს. აქედან მომდინარეობს ჩვენი ქმედებები”, – თქვა პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბი ვალდაის სხდომაზე.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია