პოლიტიკა

ალექსეი არესტოვიჩი – დასავლეთმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს

 როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, უკრაინამ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობის ფორმულირება უკვე მოახდინა და დასავლეთიც ინფორმირებულია.

„კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო დასავლეთის საქმე დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა თქვა: თუ საჭირო იქნება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულები, ჩვენ მზად ვართ. ამაში ის ომის გაგრძელებას არ გულისხმობდა, არამედ ომის შემდგომ აღდგენას“, –აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.

 როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს.

„ისინი ამას დოქტრინის სახით იყენებენ დაგეგმვის ელემენტად. ეს ოთხი პირობა ძალიან მარტივია და ღიად იყო მოცემული პრესაში. ესენია: უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, სამხედრო დამნაშავეების გადაცემა, რეპარაციების გადახდა, პუტინი არ არის. ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი მარტივია. ეს არის ის, როგორც მოვახდინეთ ჩვენ გამარჯვების ფორმულირება. დასავლეთში ამას ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან“, – განაცხდა  ალექსეი არესტოვიჩმა.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია