როგორც ცნობილია, ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიაზე კონტროლის დაწესების შემდეგ რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავა და ფინანსური ხელმძღვანელი ნედ სეგალი, გაათავისუფლა.
მასკს, Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის გარიგება პარასკევამდე უნდა დაესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანიასთან სასამართლო ბრძოლა მოუწევდა.
კომპანია „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი მმართველობით „ტვიტერი“ უფრო ინოვაციური გახდება. მისივე მტკიცებით, პლატფორმისადმი მის ინტერესს მხოლოდ ფინანსები არ განაპირობებს. მასკის თქმით, „ტვიტერის“ შეძენით მას სურდა, კაცობრიობას დახმარებოდა, რათა მას ჰქონოდა საერთო ციფრული პლატფორმა.