ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ადელის თქმით, ლას-ვეგასის შოუების დასრულების შემდეგ, სურს, ხარისხი მიიღოს ინგლისურ ლიტერატურაში.
“მომღერლის კარიერა რომ არ მქონოდა, ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი. ვფიქრობ, ინგლისური ლიტერატურის მიმართ სიყვარულს ჩემს საქმიანობაშიც ვამჟღავნებ. კარგი იქნებოდა, უნივერსიტეტში მესწავლა და ეს გამოცდილებაც მიმეღო, მაგრამ სწავლას ონლაინ ვაპირებ, მასწავლებლის დახმარებით. ესაა ჩემი გეგმა 2025 წლისთვის, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია მივიღო,” — განაცხადა ადელმა ლოს-ანჯელესში ფანების კითხვებზე პასუხისას.