პოლიტიკა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა

  Bloomberg-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. 

 როგორც სეულის იონსანის რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჩხვე სონ ბომი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან იტევონის გასართობ რაიონში მაშველები აგრძელებენ დაშავებულთა სეულის მასშტაბით საავადმყოფოებში გადაყვანას.

 კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის, ჩოი ჩხონ სიკის ცნობით, ჭყლეტა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო “ჰამილტონთან” ვიწრო გზაზე ხალხის დიდი მასა წინ წასვლას ცდილობდა.

 შეგახსენებთ,  სეულის იტევონის რაიონის ქუჩებში ჰელოუინის აღსანიშნავად დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო გამოსული.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია