დავით ფირცხალავას ფილმის „დიდი შესვენება“ ევროპული პრემიერა ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.
„დიდი შესვენება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ფილმის მსოფლიო პრემიერა სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ნამუშევარი საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.