უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.განგაშის რუკის მიხედვით, საჰაერო განგაში დროებით ოკუპირებული ყირიმის გარდა, უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.
ცნობისთვის, საჰაერო განგაში ნიშნავს სარაკეტო დარტყმის საფრთხეს, რა დროსაც მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.