პოლიტიკა

უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

 უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განაცხადებით, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და რეგიონებზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 13-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

 „ამ დროისთვის გვყავს რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული 13 ადამიანი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურსა და პროკურატურასთან ერთად დავადგენთ დანაკარგებს და დავაფიქსირებთ იმ დანაშაულებს, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს“, – აღნიშნა კლიმენკომ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას აუკრძალა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია