პოლიტიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება შეწყვეტილია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა ღონისძიება შეწყვეტილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო კომისარიატების მუშაობა მომავალში გაგრძელდება მხოლოდ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოხალისეებისა და კონტრაქტორი მებრძოლების მიღების კუთხით.

მანამდე, გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა.

შოიგუს მონაცემებით, მომზადებას 218 ათასი ადამიანი გადის, მომზადება დაასრულეს და უკრაინაში გაგზავნეს 82 ათასი ადამიანი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას აუკრძალა ტრამპმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია