პოლიტიკა

ტიმ როტის შვილი, მაიკლ კორმაკ როტი გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობის, ტიმ როტის შვილი, მუსიკოსი მაიკლ კორმაკ როტი გარდაიცვალა. ის 25 წლის იყო. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელიც როტს 2021 წლის ნოემბერში დაუდგინეს.

„16 ოქტომბერს, დავკარგეთ ჩვენი მშვენიერი ბიჭი კორმაკი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა. ის მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ის წარმოუდგენელი სიმამაცით იბრძოდა სიცოცხლისთვის და ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა იუმორის გრძნობა. ის იყო ველური, ენერგიით დამუხტული, მისი სული სავსე იყო სინათლითა და სიკეთით. ჩვენ ის გვიყვარს, ის მუდამ ჩვენთან იქნება”. – წერია ტიმ როტის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია