პოლიტიკა

ჩრდილოეთ კორეამ დღეს მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის გამოც სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა

  როგორც მედია საშუალებები სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, ჩრდილოეთ კორეამ დღეს მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა,რის გამოც სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. ასევე, სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა ქვეყნის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 57 კილომეტრში ჩამოვარდა.

„ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება ძალიან უჩვეულო და მიუღებელია, რადგან ის პირველად დაეცა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზის“ სამხრეთით“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, კანგ შინ-ჩულმა.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია