პოლიტიკა

13-წლიანი ლოდინის შემდეგ ავატარი ტელეეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება

 ავატარი ტელეეკრანებზე მეორე ნაწილით ბრუნდება. როგორც Avatar: The Way of Water-ის ახალი ოფიციალური ტრეილერიდან ვიგებთ, მოვლენები ძირითადად ოკეანეში ვითარდება და ფილმის შემქმნელების მიხედვით, ამ ყველაფრის დასაფიქსირებლად ახალი ტექნოლოგიაც კი შეიმუშავეს.

  Avatar: The Way of Water სალის ოჯახის წევრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ერთმანეთის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. ფილმის ახალი ნაწილი იმ მოვლენებს აღწერს, რომლებიც პირველი ავატარიდან 10 წლის შემდეგ ხდება.

როგრც ცნობილია, ჯეიმს კამერონის რეჟისორობით გადაღებულ The Way of Water-ში ძველი ვარსკვლავები — სემ უორტინგტონი, ზოი სალდანა და სიგურნი უაივერი ბრუნდებიან. ახალ მსახიობებს შორის კი აღსანიშნავია ქეით უინსლეტი, სტივენ ლენგი და კლიფ კერტისი.

ცნობისთვის, Avatar: The Way of Water-ის პრემიერა 16 დეკემბერს შედგება.

 

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია