როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, თურქეთში 4.9 მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ცნობისთვის, სტიქიის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში იყო. როგორც ადგილზე ჩასულმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი.