პოლიტიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

  ცნობილია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს, მათი პოზიციების მისამართით, ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ერევანში კი აცხადებენ, რომ ბაქო დეზინფორმაციას ავრცელებს.

 როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, 4 ნოემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალბაჯარის რაიონში განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროთა პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმისას გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი.  საპასუხოდ კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა  გარკვეული ზომები მიიღეს.

 აღსანიშნავია, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდეს ბრალი. როგორც ერევანში აცხადებენ, სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილურია.

 ცნობისთვის, 3 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის ვიცეპრემიერი ესწრებოდა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია