როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით 14 რუსი ჯარისკაცი, დრონების მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალის სამი საცავი გაანადგურეს.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში 147 საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.
„დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის დანაკარგია : 14 რაშისტი, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატის მართვის პუნქტი, ასევე 3 საბრძოლო საცავი ბერისლავისა და ხერსონის ტერიტორიებზე“, – აცხადებენ სარდლობაში.