საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პატრიარქ ილია მეორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 88 პროცენტი. კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51 პროცენტი, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44 პროცენტი. ანა დოლიძის მიმართ ნდობას გამოკითხულთა 40 პროცენტი აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ნინო ლომჯარიას მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 38 პროცენტი, 37-37 პროცენტს მოსწონს გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე.
კვლევის თანახმად, 36 პროცენტია კეთილგანწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ირაკლი კობახიძე გამოკითხულთა 34 პროცენტს მოსწონს. 33 პროცენტია კეთილგანწყობილი ელენე ხოშტარიას, მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ. მოწონების რეიტინგში ნიკა მელიას 32 პროცენტი აქვს. 31 პროცენტი კი კეთილგანწყობას ხატია დეკანოიძის მიმართ გამოთქვამს. სიაში ასევე ფიგურირებენ ალეკო ელისაშვილი – 30 პროცენტი, მამუკა ხაზარაძე – 29 პროცენტი, შალვა პაპუაშვილი – 28 პროცენტი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26 პროცენტი, ბადრი ჯაფარიძე – 23 პროცენტი, გიგა ბოკერია 17 პროცენტი, ხათუნა სამნიძე – 15 პროცენტი.
რაც შეეხება კეთილგანწყობასა და ნდობას ინსტიტუციების მიმართ: 74 პროცენტი კეთილგანწყობილია ქართული ჯარის მიმართ. 68 პროცენტი საპატრიარქოს უცხადებს ნდობას. პოლიცია მოსწონს გამოკითხულთა 63 პროცენტს. ადგილობრივ ხელისუფლებას მოწონების რეიტინგში 59 პროცენტი აქვს. ქართული მედიის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს 55 პროცენტი. იუსტიციის სამინისტრო მოსწონს 54 პროცენტს, სახალხო დამცველის ოფისი – 50 პროცენტს. საჯარო განათლების სისტემის მიმართ კეთილგანწყობილია 49 პროცენტი. გამოკითხულთა 42 პროცენტს მოსწონს პრემიერ-მინისტრის ოფისი, ცესკო – 41 პროცენტს, საქართველოს პარლამენტი – 39 პროცენტს, სასამართლოები – 37 პროცენტს. ეროვნული ბანკის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს გამოკითხულთა 35 პროცენტი. პრეზიდენტის ოფისი მოსწონს 35 პროცენტს, პროკურატურა – 34 პროცენტს, პოლიტიკური პარტიები – 32 პროცენტს. პროფკავშირების მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 26 პროცენტი.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.