პოლიტიკა

მჯერა — სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2022-ზე წარდგება

  ცოტა ხნის წინ შედგა სიმღერის პრემიერა, რომელიც საქართველოს 2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს. სიმღერას, სახელწოდებით მჯერა, 12 წლის მარიამ ბიგვავა სომხეთის დედაქალაქში დაგეგმილ ფინალურ შოუზე შეასრულებს.

 სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, კომპოზიციაზე ვიდეოკლიპი კი ზაზა ორაშვილმა შექმნა. გადაღებები კინოთეატრ აპოლოში მიმდინარეობდა.

 ცნობისთვის, მარიამ ბიგვავამ მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ რანინაში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

 საიუბილეო, რიგით მე-20, საბავშვო ევროვიზიას წელს სომხეთის დედაქალაქი ერევანი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ გასული წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა. 2022 წლის ევროფესტივალი კი 11 დეკემბერს, კარენ დემირჩიანის სპორტულ და საკონცერტო კომპლექსში გაიმართება. ამავე არენაზე ჩატარდა 2011 წლის საბავშვო ევროვიზია, სადაც საქართველომ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

 

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია