აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ჯერჯერობით თანაბარი, 46-46 ადგილი აქვთ. წელს კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყველა მანდატს და სენატის დაახლოებით მესამედს.
ცნობისთვის, აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა. კენჭი უყარეს წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატს და სენატის 100 მანდატიდან 35-ს. ამომრჩევლები რამდენიმე შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ.