პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მომდევნო სამიტი ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება

 როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განცხადა, ალიანსის შემდეგი სამიტი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.

„ცივი ომის შემდეგ, ჩვენ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსში შეხვედრა შესაძლებლობა იქნება მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ვილნიუსის სამიტი იქნება შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გადასახედად, ისევე როგორც უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია