პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

 ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლას მხარი დაუჭირა.

 როგორც ცნობილია, ქვეყნის მიერ შენგენის ზონაში შესასვლელი პირობების შესრულების შესახებ ანგარიშს 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 53 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 25-მა თავი შეიკავა.

 “შენგენის ზონაში შესასვლელად ხორვატიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე სრული შეფასება გაიარა. მან შენგენის კანონმდებლობის 8 განყოფილებაში 281 რეკომენდაცია დააკმაყოფილა. ევროკომისიამ და ევროკავშირის საბჭომ დაადასტურეს ქვეყნის მზაობა ბოლომდე დააკმაყოფილოს შენგენის წესები. ევროპარლამენტი სრულიად ეთანხმება: შიდა სასაზღვრო კონტროლის გაუქმება ამა წლის ბოლომდე უნდა მოხდეს!”, – აღნიშნა მომხსენებელმა ევროპარლამენტარმა პაულო რანგელმა.

 შეგახსენებთ, 2021 წლის 9 დეკემბერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ დაადასტურა, რომ ხორვატიამ შეასრულა შენგენის ზონაში შესასვლელი ყველა მოთხოვნა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია