პოლიტიკა

მაყურებელი Avatar: The Last Airbender-ის ანიმაციურ ფილმს 2025 წელს იხილავს

  რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Avatar: The Last Airbender-ზე კინოსტუდიები Paramount და Nickelodeon სამ ანიმაციურ ფილმს გადაიღებდნენ. როგორც ცნობილია, რომ ჰაერის უკანასკნელ მბრძანებელ აანგზე გადაღებული პირველი ანიმაციური ფილმის პრემიერა 2025 წლის 10 ოქტომბერს შედგება.

 ფილმები Nickelodeon-ის პოპულარულ ანიმაციურ სერიალს დაეფუძნება, რომელიც ტელეეკრანებზე 2005 წლიდან 2008 წლამდე გადიოდა. პირველი ფილმის რეჟისორი ლორენ მონტგომერი იქნება, რომელიც Avatar: The Last Airbender-ის ანიმაციურ სერიალზე მუშაობდა. ასევე დადასტურდა, რომ ანიმაციური ფილმების პროდიუსერები სერიალის შემქმნელები — ბრაიან კონიეცკო და მაიკლ დიმარტინო — იქნებიან, რომლებიც ერიკ კოულმენთან ერთად იმუშავებენ.

 ცნობისთვის, Avatar: The Last Airbender თავდაპირველად Nickelodeon-სთვის შეიქმნა და ეკრანებზე 2005 წელს გამოჩნდა.  ანიმაციურმა შოუმ მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და მას დღემდე ურიცხვი გულშემატკივარი ჰყავს.

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთა

ბრაზილიის პოლიციის  გაცხადებით, ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს. რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია