პოლიტიკა

მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

   უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ორ რაიონში მოხდა.

„მეორე რაიონში დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, საწარმოების სამრეწველო ფართები და საწყობები, მაღაზიები, ავტოგასამართი სადგური“, – აღნიშნავენ უწყებაში.

 პროკურატურის წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვა განხორციელდა S-300 ტიპის რაკეტებით.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია