პოლიტიკა

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ

 CNN-ის ინფორამციით, უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ.

 სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე უკრაინელი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მაცხოვრებლებით არიან გარშემორტყმულნი. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს.

 ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ქალაქში უკრაინის დროშა აღმართეს.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლისოფიციალურ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია