პოლიტიკა

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

   უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი, მათ შორის მაკეევკა გაათავისუფლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკვე ოფიციალურად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 12 დასახლება გაათავისუფლეს. წინსვლა ადვილი არ არის, ლუგანსკის ოლქის ყოველი მეტრი ძალიან რთულია“, – განაცხადა გაიდაიმ.

 როგორც ცნობილია, 12 დასახლებიდან ბოლოს მაკეევკა გათავისუფლდა, რაც არის სვატოვის გათავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია