როგორც Rolling Stone-ი წერს, MTV Europe Music Awards 2022-ზე ყველაზე მეტი ჯილდო ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, მომღერალმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო შემსრულებელი, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო პოპ შემსრულებელი და საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეო.
ცნობისთვის, ნიკი მინაჟი ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს, ჰარის სთაილზმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ცოცხალი შესრულება“. სხვადასხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს კეი-პოპის ვარსკვლავებმა: ლისამ, ჯგუფებმა Seventeen, BTS და Blackpink.
დაჯილდოების ცერემონია გერმანიაში, დიუსელდორფში ჩატარდა, მისი წამყვანები კი მომღერალი რიტა ორა და რეჟისორი და მსახიობი ტაიკა ვაიტიტი იყვნენ. ღონისძიებაზე იმღერეს: დევიდ გეტამ და ბებე რექსამ, ავა მაქსმა, კალუშ ორკესტრამ, Gorillaz-მა, Muse-მა, One Republic-მა, Stormzy-მ და სხვებმა.