რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 100 კანადელს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის და მწერალ მარგარეტ ეტვუდს, რუსეთში შესვლა აეკრძალათ.
როგორც ცნობილია, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ალბერტას პროვინციის პრემიერი დანიელე სმიტი, კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის CBC-ის ჟურნალისტები და კანადა-უკრაინის ფონდის რამდენიმე წევრი.
რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კანადამ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ახალი რაუნდი გამოაცხადა.