უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
გაფრთხილებას ავრცელებენ კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვილკული, ასევე, როგორც მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი და ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი – “მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა. სასწრაფოდ წადით თავშესაფრებში! თავს გაუფრთხილდით!“ – წერს ის.